შვიდ წონით კატეგორიაში მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი, ფილიპინელი მენი პაკიაო (61-7-2, 39 KO) დაახლოებით 20 მილიონ დოლარს მიიღებს ნახევრადსაშუალო წონაში WBA-ის ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონთან კიტ თურმანთან (29-0, 22KO) ბრძოლისთვის, – წერს „ბოქსინგნიუს24“ (Boxingnews24).
ამასთან, უცნობია ამერიკელი მოკრივის ჰონორარი, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ის კარიერაში პირველად ატარებს ბრძოლას, რომლის ტრანსლიაციაც PPV-ის სისტემით მოხდება, თურმანი მისთვის სარეკორდო თანხას გამოიმუშავებს.
პაკიაოსა და თურმანის ბრძოლა 2019 წლის 20 ივლისს, ლას ვეგასში გაიმართება.