მეხუთე ტურის ყველა პარტიაში ყაიმი იყო
მეხუთე ტურის ყველა პარტიაში ყაიმი იყო

გერმანიის დედაქალაქ ბერლინში გრძელდება პრეტენდენტთა ტურნირი, რომლის გამარჯვებულიც მიიღებს უფლებას – საჩემპიონო მატჩში დაუპირისპირდეს ტიტულის მფლობელს, ნორვეგიელ მაგნუს კარლსენს.

გაიმართა მეხუთე ტურის პარტიები:

ლევონ არონიანი (სომხეთი) – ალექსანდრ გრიშჩუკი (რუსეთი) 0,5:0,5
ფაბიანო კარუანა (აშშ) – სერგეი კარიაკინი (რუსეთი) 0,5:0,5
უესლი სო (აშშ) – ვლადიმირ კრამნიკი (რუსეთი) 0,5:0,5
დინ ლიჟენი (ჩინეთი) – შაჰრიარ მამედიაროვი (აზერბაიჯანი) 0,5:0,5
მდგომარეობა ხუთი ტურის შემდეგ:
1. კარუანა – 3.5 ქულა;
2-3. კრამნიკი, მამედიაროვი – 3 ქულა;
4-6. არონინანი, გრიშჩუკი, დინ ლიჟენი – 2.5 ქულა;
7-8. კარიაკინი, უესლი სო – 1.5.