მეხუთე მარცხი ნაგოია ბაშოზე - ტოჩინოშინი თანაბარ ბალანსზეა [ვიდეო] #1TVSPORT

ივლისის ბაშოს მე-10 საშეჯიბრო დღეს, რომელიც იაპონიის ქალაქ ნაგოიაში ტარდება, ლევან გორგაძე, იგივე ტოჩინოშინი მე-12 მაეგაშირა ტეროცუიოშის შეხვდა და დამარცხდა. ქართველის მეტოქეს ამ ბრძოლამდე 3 მოგება და 6 წაგება ჰქონდა, გორგაძის ბალანსი კი 5-4-ზე იყო.

ბრძოლის დაწყება ტოჩინოშინს მძლავრი შეჯახებით სურდა, მაგრამ, საბოლოო ჯამში, აშიტორით მოიგო. ქართველი სუმოისტი 10 დღის შემდეგ თანაბარ ბალანსზეა და კაჩი-კოშის გაფორმებამდე ბოლო 5 ბრძოლიდან 3-ის მოგება სჭირდება.

ხვალ, 19 ივლისს ტოჩინოშინი მე-10 მაეგაშირა მაისეის დაუპირისპირდება, რომელსაც ივლისის ბაშოზე 6 მოგება და 4 წაგება აქვს.