მეკარე ლორია იტალიაშიც თამაშობს - „იუვენტუსის“ 23-წლამდე გუნდის ყოფილ კაპიტანს ასაკობრივ ნაკრებებშიც იწვევდნენ #1TVSPORT
მეკარე ლორია იტალიაშიც თამაშობს - „იუვენტუსის“ 23-წლამდე გუნდის ყოფილ კაპიტანს ასაკობრივ ნაკრებებშიც იწვევდნენ #1TVSPORT

მეკარე ლორია არა მხოლოდ ქართველებს გვყავს – საქართველოს ნაკრებისა და „ანორთოსისი“ კიპერის მოგვარე იტალიაშიც თამაშობს, რომელიც „იუვენტუსის“ აღზრდილია და იტალიის ასაკობრივ ნაკრებებში უთამაშია.

იტალიელი ლეონარდო ლორია 1999 წლის 28 მარტს (22 წლისაა) სიცილიის ქალაქ ერიჩეში დაიბადა. 195 სმ სიმაღლის მეკარე 2012–2015 წლებში „რეჯინას“ აკადემიაში ვარჯიშობდა, ხოლო 2015–2019 წლებში „იუვენტუსში“ გადავიდა.

პროფესიული კარიერა ტურინულ გრანდში, „იუვენტუსი“ U23-ში 2019-2020 წლებში დაიწყო და გუნდის კაპიტანი იყო, 2020 წლის 28 ივნისს მან ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა სერია B-სპიზასთან“. მაგრამ მხოლოდ ერთი მატჩი ჩაატარა და 2021 წლის 20 ივლისს სათამაშო პრაქტიკისთვის სერია C-სმონოპოლიში“ იჯარით გაუშვეს.

მიმდინარე სეზონში გუნდი მეორე ადგილზეა და წარმატებული სტარტის ერთ-ერთ მიზეზად ლეონარდო ლორიას კარგ თამაშს ასახელებენ. ლორიას იტალიის ასაკობრივ ნაკრებებში იწვევდნენ – უთამაშია ქვეყნის 19 და 20-წლამდელთა ნაკრებებში.

„ტურინის „იუვენტუსი“ ყოველთვის ძალიან ყურადღებიანია მომავალი ჩემპიონების მიმართ. ზოგიერთი მათგანი შესაძლოა ახალგაზრდული „იუვენტუსიდან“ გამოჩნდეს. როგორც ჩანს, ლეონარდო ლორიას აქვს პოტენციალი დიდი ნახტომი გააკეთოს და თავისი შანსები პროფესიონალებს შორის გამოავლინოს. „იუვენტუსის“ მეკარე 13 წლის ასაკში გადავიდა კალაბრიაში, „რეჯინას“ აკადემიაში და მაშინვე გამოჩნდა. 2015 წლის აგვისტოში „იუვენტუსიდან“ დაუკავშირდნენ და ტურინში მიიწვიეს. მან 23-წლამდელების ჩემპიონატში 29-ჯერ დაიცვა „იუვენტუსი პრიმავერას“ კარი. მისი თამაში შეუმჩნეველი არ დარჩენილა იტალიის 20-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელებს და სან მარინოსთან მატჩში 45 წუთი ათამაშეს“, – წერს „სერია ბ ნიუსი“.

საინტერესოა, რომ ლორიები სხვა ქვეყნებშიც თამაშობენ. ყაზახეთის ნაკრებში გამოდიოდა დავით ლორია, რომელიც ქართველია, მამამისი, გრიგოლ ლორია წლების წინ გადავიდა ამ ქვეყანაში და ცნობილი საფეხბურთო მენეჯერი გახლდათ.

სიმონ ლორია იყო იტალიელი მცველი, რომელსაც უთამაშია „რომაში“, „ატალანტასა“ და „ბოლონიაში“. ადრიან ანდრეს ლორია კი არგენტინელი ნახევარმცველია, რომელიც მექსიკურ „ორიზაბაში“ თამაშობდა.

მარვინ ლორია კოსტა-რიკას ნაკრების 24 წლის ნახევარმცველია, რომელიც ამერიკაში, „პორტლანდ ტიმბერსში“ თამაშობს. მცველია გვატემალელი კენეტ ლორია, რომელიც „დეპორტივო ისტაპაში“ გამოდიოდა.

ქართველ ლორიებს რაც შეეხებათ – ალექსანდრე ლორია „შუქურას“ ნახევარმცველი იყო, რომელიც ბოლოს საფრანგეთის რეგიონული ლიგის „პასი მენილში“ გამოდიოდა: თეიმურაზ ლორია ლანჩხუთის „გურიას“ ჯერ მოთამაშე იყო, შემდეგ – მისი მთავარი მწვრთნელი; 29 წლის მამუკა ლორია ფოთის „კოლხეთის“ და წალენჯიხის „სქურის“ მცველი იყო.