მეისონ გრინვუდი „მარსელში“ ითამაშებს #1TVSPORT
მეისონ გრინვუდი „მარსელში“ ითამაშებს #1TVSPORT

ინგლისელი ფორვარდი მეისონ გრინვუდი „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ „მარსელში“ გადადის.

იტალიელი ჟურნალისტის ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, მხარეებმა გარიგებაზე შეთანხმებას მიაღწიეს.

ინგლისური კლუბი ტრანსფერის სანაცვლოდ 30 მილიონ ევროს მიიღებს, აგრეთვე მას ეკუთვნის 50 პროცენტი იმ თანხიდან, რომლითაც „მარსელი“ გრინვუდს სხვა კლუბში გაყიდის.

22 წლის ფეხბურთელის კონტრაქტი ფრანგულ კლუბთან 2029 წლის ზაფხულამდე იქნება ძალაში.

გრინვუდი ხუთშაბათს ჩავა მარსელში, გაივლის სამედიცინო შემოწმებას და კონტრაქტს ხელს მოაწერს.