მეიჯორ ლიგ სოკერი 30 გუნდამდე გაიზრდება

11:25, 19.04.2019

ჩრდილოეთ ამერიკის საფეხბურთო ჩემპიონატი მეიჯორ ლიგ სოკერი (MLS) მონაწილეთა რაოდენობის გაზრდას 30 გუნდამდე აპირებს, – წერს ლიგის ოფიციალური გვერდი.

ამ მომენტისთვის, ლიგაში 24 გუნდი თამაშობს. 2020 წელს ლიგას შეემატებიან მაიამი და ნეშვილი, 2021 წელს კი ოსტინი, რის შემდეგაც გუნდების რაოდენობა 27-მდე გაიზრდება. განიხილება ასევე გუნდების განაცხადები სენტ ლუისიდან და საკრამენტოდან.

მეიჯორ ლიგ სოკერი 1993 წელს დაარსდა. დღეს ლიგაში 21 ამერიკული და სამი კანადური გუნდი თამაშობს. მოქმედი ჩემპიონია ატლანტა იუნაიტედი.

მსგავსი