ჩრდილოეთ ამერიკის საფეხბურთო ჩემპიონატი მეიჯორ ლიგ სოკერი (MLS) მონაწილეთა რაოდენობის გაზრდას 30 გუნდამდე აპირებს, – წერს ლიგის ოფიციალური გვერდი.
ამ მომენტისთვის, ლიგაში 24 გუნდი თამაშობს. 2020 წელს ლიგას შეემატებიან მაიამი და ნეშვილი, 2021 წელს კი ოსტინი, რის შემდეგაც გუნდების რაოდენობა 27-მდე გაიზრდება. განიხილება ასევე გუნდების განაცხადები სენტ ლუისიდან და საკრამენტოდან.
მეიჯორ ლიგ სოკერი 1993 წელს დაარსდა. დღეს ლიგაში 21 ამერიკული და სამი კანადური გუნდი თამაშობს. მოქმედი ჩემპიონია ატლანტა იუნაიტედი.