მეექვსე გამარჯვება ნაგოია ბაშოზე - ტოჩინოშინმა მაისეი დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT
ივლისის ბაშოს მე-11 დღეს ტოჩინოშინი მე-10 მაეგაშირა მაისეი დაუპირისპირდა.
ლევან გორგაძეს თანაბარი ბალანსი ჰქონდა (5:5), მის მეტოქეს კი 6 მოგება 4 მარცხი.
ტოჩინოშინი და მაისეი აქამდე ხუთჯერ შეხვდნენ ერთმანეთს – ორჯერ ლევანმა გაიმარჯვა, სამჯერ – მისმა მოწინააღმდეგემ.
ამჯერად, ქართველმა სუმოისტმა მეტოქე ადვილად, იორიკირის ილეთით დაამარცხა და ახლა დადებითი ბალანსი აქვს – 6 მოგება და 5 მარცხი.