ლონდონში დასრულებული წლის შემაჯამებელი ტურნირის გამარჯვებული რუსი დანილ მედვედევი გახდა. მან ფინალში, დაძაბულ, სამსეტიან მატჩში (4:6 7:6 6:4) ავსტრიელ დომინიკ ტიმს სძლია.
მედვედევმა ტურნირზე ყველა შეხვედრა მოიგო. ჯგუფში მან ჯერ მსოფლიოს პირველი ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი, ხოლო შემდეგ, ნახევარფინალში რეიტინგის სიის მეორე ნომერი, ესპანელი რაფაელ ნადალი დაამარცხა. რუსის ანგარიშზე ATP-ის სერიის ცხრა ტურნირზე გამარჯვება და 2019 წელს ამერიკის ღია პირველობის ფინალში გასვლაა. იგი ნიკალაი დავიდენკოს მერე, მეორე რუსი ჩოგბურთელია, ვისაც წლის შემაჯამებელი ტურნირი მოუგია.
შეგახსენებთ, რომ „დიდი სამეულიდან“ წლის შემაჯამებელ ტურნირზე ჩოგბურთის ლეგენდას, როჯერ ფედერერს ექვსჯერ, ნოვაკ ჯოკოვიჩს კი ხუთჯერ აქვთ გამარჯვება მოპოვებული, ხოლო თიხის მეფედ აღიარებულ რაფაელ ნადალს ტურნირი არც ერთხელ არ მოუგია.