მედიის ინფორმაციით, სირიაში, სამხედრო საწყობში აფეთქების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა, ოთხი კი დაშავდა
მედიის ინფორმაციით, სირიაში, სამხედრო საწყობში აფეთქების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა, ოთხი კი დაშავდა

სირიაში, სამხედრო საწყობში აფეთქების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა, ოთხი კი დაშავდა. შესაბამის ინფორმაციას „როიტერი“ ირანის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

აფეთქება ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში, ჰომსისა და ჰამას დამაკავშირებელი გზის პირას მდებარე სამხედრო აღჭურვილობის საწყობში მოხდა.

მანამდე სირიის დედაქალაქ დამასკოში სამხედრო ავტობუსზე თავდასხმის შედეგად სულ მცირე 13 ჯარისკაცი დაიღუპა, სამი კი დაშავდა. ორი ასაფეთქებელი მოწყობილობა მაშინ ამოქმედდა, როდესაც ავტობუსი ჰაფეზ ასადის ხიდზე გადაადგილდებოდა.