მედიის ინფორმაციით, ნიუ იორკის მეტროში 13 დაშავებულიდან სულ მცირე სამ პირს დაზიანება ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული
მედიის ინფორმაციით, ნიუ იორკის მეტროში 13 დაშავებულიდან სულ მცირე სამ პირს დაზიანება ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული

ნიუ იორკის მეტროში 13 დაშავებულიდან სულ მცირე სამ პირს დაზიანება ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

როგორც მედია წერს, თვითმხილველთა განცხადებით, ერთ-ერთი მათგანის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. მედიის ცნობით, დანარჩენ დაშავებულებს სავარაუდოდ დაკვამლიანების შედეგად ინტოქსიკაცია აქვთ მიღებული.

„სიენენი“ იუწყება, რომ ადგილზე მობილიზებულმა სამართალდამცველებმა კვამლის წარმომქმნელი კიდევ რამდენიმე მოწყობილობა აღმოაჩინეს, რომელთა ამოქმედებაც ვერ მოხერხდა.

ნიუ იორკის მეტროში სროლის შედეგად სულ მცირე 13 ადამიანი დაშავდა.