მედიის ინფორმაციით, ნიუ იორკის მეტროში სროლის შედეგად სულ მცირე 13 ადამიანი დაშავდა
მედიის ინფორმაციით, ნიუ იორკის მეტროში სროლის შედეგად სულ მცირე 13 ადამიანი დაშავდა

ნიუ იორკის მეტროში სროლის შედეგად სულ მცირე 13 ადამიანი დაშავდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „ნიუ იორკ თაიმსი“ ავრცელებს.

წინასწარი ინფორმაციით, სამართალდამცველები ეჭვმიტანილ მამაკაცს ეძებენ.

როგორც მედია წერს, თვითმხილველთა განცხადებით, მას თავდასხმისას აირწინაღი ეკეთა და ნარინჯისფერი სამშენებლო ჟილეტი ეცვა.

შემთხვევა ადგილობრივი დროით 08:30 საათზე მოხდა. მედია იუწყება, რომ პოლიციამ მეტროსადგურში დაკვამლიანების შესახებ შეტყობინებაც მიიღო, თუმცა, ამ ეტაპზე მეტი დეტალი ცნობილი არ არის.