მედიის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა“ იერიში მიიტანა აშშ-ის ავიაბაზაზე, ნავთობის ფასი სამ პროცენტზე მეტით გაიზარდა

10:40, 28.05.2026

მედიის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა“ იერიში მიიტანა აშშ-ის ავიაბაზაზე, ნავთობის ფასი სამ პროცენტზე მეტით გაიზარდა.

„როიტერის“ ცნობით, „ბრენტის“ მარკის ნედლი ნავთობის ფასმა, რომელიც ძირითადი გლობალური საორიენტაციო მაჩვენებელია, 3.72%-ით მოიმატა და ბარელზე 97.8 დოლარს მიაღწია.

3.73%-ით გაიზარდა ამერიკული ნედლი ნავთობის ფასიც და ერთ ბარელზე დაახლოებით 91.99 დოლარი შეადგინა.

ცნობისთვის, „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა“ იერიში მიიტანა ამერიკულ ავიაბაზაზე, რომელიც, მათი თქმით, ირანულ სამიზნეებზე განხორციელებული თავდასხმებისთვის გამოიყენებოდა.

მსგავსი