„ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა“ იერიში მიიტანა ამერიკულ ავიაბაზაზე, რომელიც, მათი თქმით, ირანულ სამიზნეებზე განხორციელებული თავდასხმებისთვის გამოიყენებოდა

09:22, 28.05.2026

„ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა“ იერიში მიიტანა იმ ამერიკულ ავიაბაზაზე, რომელიც, მათი თქმით, ირანულ სამიზნეებზე განხორციელებული აშშ-ის თავდასხმებისთვის გამოიყენებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ ირანთან დაკავშირებულ სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსს“ არ დაუკონკრეტებია, რომელ საჰაერო ბაზას დაესხა თავს.

„ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ განცხადებით, ეს პასუხი აშშ-ისთვის „სერიოზული გაფრთხილებაა“. ასევე, მათი თქმით, „აგრესია უპასუხოდ არ დარჩება“.

მსგავსი