მედიის ინფორმაციით, იტალია ლომბარდიაში გამკაცრებული საკარანტინო ზომების შემოღებას გეგმავს
კორონავირუსის გავრცელების გამო, იტალიის მთავრობა ლომბარდიაში გამკაცრებულ კარანტინს აპირებს. „გარდიანი“ წერს, რომ ჯარიმა დაემუქრება ყველას, ვინც ლომბარდიაში შესვლას ან იქიდან გამოსვლას სპეციალური ნებართვის გარეშე ეცდება.
მედიის ცნობით, ლომბარდიის დახურვა სამ აპრილამდე იგეგმება. ამ პერიოდის განამვლობაში გაუქმდება ყველა მასობრივი ღონისძიება. აიკრძალება მათ შორის ქორწილები, დაკრძალვის ცერემონიები და რელიგიურ რიტუალებზე შეკრებები.
ლომბარდიაში სულ ათი მილიონი ადამიანი ცხოვრობს, რაც იტალიის მოსახლეობის მეექვსედს შეადგენს.