მედიის ინფორმაციით, აზერბაიჯანისა და სომხეთის უსაფრთხოების, ასევე სასაზღვრო სამსახურების უფროსების შეხვედრა გაიმართა

18:47, 11.01.2021

აზერბაიჯანისა და სომხეთის უსაფრთხოების სამსახურების, ასევე სასაზღვრო სამსახურების უფროსების შეხვედრაზე სასაზღვრო ინციდენტების გამოძიების საკითხი განიხილეს.

ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, შეხვედრაზე განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა აგრეთვე იყო ტყვეების გაცვლისა და საბრძოლო მოქმედებების ზონაში ცხედრების დაკრძალვის ადგილის დადგენის საკითხი.

აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს უგზოუ-უკვლოდ დაკარგულებთან დაკავშირებული საკითხები.

მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაადასტურა, რომ ორი ქვეყნის სპეცსამსახურების ხელმძღვანელებმა შეხვედრა გამართეს 8 იანვარსაც, აზერბაიჯან-სომხეთის საზღვრის მონაკვეთის ნეიტრალურ ზონაში, რომელიც ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მდებარეობს.

მსგავსი