მედიის ცნობით, უკრაინის აღმოსავლეთში რუსეთის სამხედრო ფორმირებების მიერ დაბომბვების შედეგად, უკრაინის არმიის ოთხი სამხედრო დაშავდა
მედიის ცნობით, უკრაინის აღმოსავლეთში რუსეთის სამხედრო ფორმირებების მიერ დაბომბვების შედეგად, უკრაინის არმიის ოთხი სამხედრო დაშავდა

უკრაინის აღმოსავლეთში რუსეთის სამხედრო ფორმირებების მიერ დაბომბვების შედეგად, უკრაინის არმიის ოთხი სამხედრო მოსამსახურე დაშავდა. ინფორმაციას უკრაინული მედია, „გაერთიანებული ძალების ოპერაციის“ პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

უკრაინის არმიაში აცხადებენ, რომ რუსულმა სამხედრო ჯგუფებმა მინსკის შეთანხმებით აკრძალული შეიარაღება გამოიყენეს და ტერიტორია 120 მილიმეტრიანი და 82 მილიმეტრიანი ნაღმმტყორცნებით, ასევე სხვადასხვა სისტემის ყუმბარმტყორცნებით დაბომბეს.

შეიარაღებული თავდასხმა ოპერატიულ-ტაქტიკური დაჯგუფება, „ჩრდილოეთის“ საპასუხისმგებლო რაიონში მოხდა. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სეპარატისტების და რუსული ჯგუფების პროვოკაციაზე, საპასუხო ცეცხლი არ გახსნილა და კიევი ე.წ. სიჩუმის რეჟიმს იცავს.