მედიის ცნობით, საფრანგეთში საპროტესტო აქციების დროს ყუმბარის აფეთქების შედეგად კიდევ ერთმა ახალგაზრდამ დაკარგა ხელი

00:32, 18.10.2026

საფრანგეთში საპროტესტო აქციების დროს ყუმბარის აფეთქების შედეგად კიდევ ერთმა ახალგაზრდამ დაკარგა ხელი. შემთხვევა საფრანგეთის აღმოსავლეთ-ცენტრალურ ქალაქ სენტ-ეტიენში მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას მედია ქალაქის მერზე, რეგის ჟუანიკოზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ახალგაზრდა მამაკაცს ყუმბარის აფეთქების შედეგად ხელი მოსწყდა“, – განაცხადა ჟუანიკომ.

სენტ-ეტიენის მერმა დაშავებულსა და მის ოჯახს მხარდაჭერა გამოუცხადა.

მანამდე, მიმდინარე თვის დასაწყისში, საპროტესტო აქციის დროს ხმოვან-მანათობელი ყუმბარის გამოყენების შედეგად 15 წლის მოზარდმა ხელი დაკარგა. აღნიშნული შემთხვევის შემდეგ, დემონსტრაციების დროს ხმოვანი ყუმბარების გამოყენება დროებით აიკრძალა, თუმცა საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ლორან ნიუნიესმა განაცხადა, რომ დღეს გამართულ აქციებზე მათი გამოყენება შესაძლებელი იქნებოდა.

მსგავსი