მედიის ცნობით, რუსი დეპუტატი ლეონიდ სლუცკი აცხადებს, რომ ვიქტორ მედვედჩუკის „აზოველებში“ გაცვლის შესაძლებლობას შეისწავლიან
რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატმა და უკრაინასთან მოლაპარაკებებში რუსული ჯგუფის წევრმა, ლეონიდ სლუცკიმ განაცხადა, რომ ოფიციალური მოსკოვი „შეისწავლის საკითხს“ უკრაინული მხარის მიერ დაკავებული დეპუტატის, ვიქტორ მედვედჩუკის მარიუპოლის დამცველებში გაცვლის თაობაზე.
უკრაინული მედიის ცნობით, რუსმა დეპუტატმა ამის შესახებ ოკუპირებულ დონეცკში განაცხადა.
„შევისწავლით მედვედჩუკის „აზოველებში“ გაცვლის შესაძლებლობას“, – აღნიშნა სლუცკიმ.
უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთის თავდაცვის უწყებაში ამბობენ, რომ „აზოვსტალი“ 2 439-მა უკრაინელმა დამცველმა დატოვა. ამასთან, უკრაინის ხელისუფლება ზუსტ ციფრებს ჯერჯერობით არ ასახელებს და საერთაშორისო სამხედრო ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ოკუპანტები განზრახ ზრდიან ტყვეთა რაოდენობას.