მედიის ცნობით, რაფის გამშვები პუნქტიდან ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული, სულ მცირე, 14 მანქანა შევიდა
მედიის ცნობით, რაფის გამშვები პუნქტიდან ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული, სულ მცირე, 14 მანქანა შევიდა

რაფის გამშვები პუნქტიდან ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული, სულ მცირე, 14 სატვირთო მანქანა შევიდა. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

„სიენენს“ ღაზაში პალესტინის წითელი ნახევარმთვარის საზოგადოების ოფიციალურმა წარმომადგენელმა დაუდასტურა, რომ ეს სატვირთო მანქანები მიიღეს და ამჟამად გადატვირთულია გაერო-ს პალესტინელი ლტოლვილების სააგენტოს ღაზის საცავებში.

პალესტინის სასაზღვრო ორგანოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ სატვირთო მანქანებს გადაჰქონდათ საკვები და მედიკამენტები ღაზისთვის.