მედიის ცნობით, მინეაპოლისში პოლიციას დამნაშავის დაკავებისას მახრჩობელა ილეთის გამოყენება აუკრძალეს
მინეაპოლისში პოლიციას დამნაშავის დაკავებისას მახრჩობელა ილეთის გამოყენება აუკრძალეს. ამის შესახებ ინფორმაციას „ასოშიეტიდ პრესი“ ავრცელებს. ახალი განკარგულების მიხედვით, პოლიციელები ასევე ვალდებული იქნებიან, წინააღმდეგობა გაუწიონ, მათ შორის ფიზიკურადაც, იმ კოლეგებს, ვინც ეჭვმიტანილების დაკავების დროს მსგავს ილეთებს მიმართავს.
როგორც „ასოშიეტიდ პრესი“ იუწყება, აღნიშნული განკარგულება მინესოტას ხელისუფლებამ მას შემდეგ გასცა, რაც მინესოტას ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტმა მინეაპოლისის პოლიციის მხრიდან სამოქალაქო უფლებების დარღვევის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო.
ახალი წესი ძალაში მას შემდეგ შევა, რაც მას ქალაქის საკრებულო და სასამართლო დაამტკიცებენ.