მედიის ცნობით, კოსოვოს მთავრობამ სერბეთის სანომრე ნიშნების მქონე ავტომობილების კოსოვოს ტერიტორიაზე შესვლა აკრძალა

20:25, 15.06.2023
Kosovo police officers guard the site near the village of Bare, Kosovo, June 14, 2023. Three Kosovo police officers were detained by Serbian forces on Wednesday but officials from Kosovo and Serbia gave different locations for the arrest, accusing each other of crossing the border illegally. REUTERS/Valdrin Xhemaj

კოსოვოსა და სერბეთს შორის დაძაბულობა მატულობს. სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, კოსოვოს მთავრობამ დღეიდან აკრძალა სერბეთის სანომრე ნიშნების მქონე ავტომობილების კოსოვოს ტერიტორიაზე შესვლა. ამას წინ უძღოდა სერბეთის უსაფრთხოების ძალების მიერ სამი კოსოვოელი პოლიციელის დაკავება. პრიშტინასა და ბელგრადში ოფიცრების დაკავების განსხვავებულ ვერსიებს ავრცელებენ და ერთმანეთს საზღვრის დარღვევაში ადანაშაულებენ.

სერბეთსა და კოსოვოს შორის დაძაბულობა უკავშირდება კოსოვოს ჩრდილოეთით ჩატარებულ არჩევნებს, რომელსაც იქ მცხოვრებმა სერბებმა ბოიკოტი გამოუცხადეს. ამ არჩევნებში  ეთნიკურმა ალბანელმა კანდიდატებმა გაიმარჯვეს, რასაც სერბების პროტესტი და აქციები მოჰყვა. აქტივისტები თავს დაესხნენ ნატო-ს სამშვიდოებსაც. ევროკავშირმა მოუწოდა კოსოვოს პრემიერ-მინისტრს, ქმედითი ნაბიჯები გადადგას კრიზისის გადასაჭრელად. ბრიუსელში განაცხადეს, რომ დაძაბულობის განმუხტვამდე აჩერებენ კოსოვოს დაფინანსებას და მაღალი დონის ვიზიტებს წყვეტენ.

მსგავსი