მედიის ცნობით, იტალიაში ჰაერის მაღალი ტემპერატურის გამო სიკვდილიანობის მაჩვენებელი გაიზარდა
მედიის ცნობით, იტალიაში ჰაერის მაღალი ტემპერატურის გამო სიკვდილიანობის მაჩვენებელი გაიზარდა

იტალიაში ჰაერის მაღალი ტემპერატურის გამო სიკვდილიანობის მაჩვენებელი გაიზარდა. მედიის ცნობით, იტალიის ცენტრალურ და სამხრეთ რეგიონებში ივლისში, რეკორდული სიცხეების ფონზე, ჩვეულებრივზე შვიდი პროცენტით მეტი გარდაცვალების შემთხვევა ფიქსირდება.

იტალიის ჯანდაცვის სამინისტრომ უახლეს ყოველთვიურ მონაცემებში აღნიშნა, რომ ექსტრემალური ტემპერატურის გავლენა ივლისის თვეში გაზრდილია 2015 წლიდან 2019 წლამდე იმავე პერიოდში დაფიქსირებულ სიკვდილიანობის საშუალო მაჩვენებელთან შედარებით.

სამინისტროში ასევე განაცხადეს, რომ რეკორდულმა ტემპერატურამ 75 წელზე უფროსი ასაკის მოსახლეობაში გარდაცვალების მეტი შემთხვევა გამოიწვია, ვიდრე მოსალოდნელი იყო.

სიკვდილიანობის მაჩვენებლების ზრდა განსაკუთრებით შესამჩნევი აღმოჩნდა სამხრეთ იტალიის ქალაქებში, როგორებიცაა ბარი, კატანია და რეჯო-კალაბრია.

ხოლო ქვეყნის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქებში, სადაც მაღალი ტემპერატურა ნაკლებად ფიქსირდებოდა, სიკვდილიანობა მოსალოდნელზე დაბალი იყო და წინა მონაცემებთან შედარებით 14 პროცენტით შემცირდა.