მედიის ცნობით, ისრაელში „ჰამასის“ თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 250-მდე გაიზარდა
მედიის ცნობით, ისრაელში „ჰამასის“ თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 250-მდე გაიზარდა

ისრაელში „ჰამასის“ სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 250-მდე გაიზარდა. ამის შესახებ „ბიბისი” წერს.

ისრაელის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ საავადმყოფოებში გადაყვანილია 1 452 ადამიანი, მათგან 18 კრიტიკულ მდგომარეობაშია, ხოლო 267 – მძიმე მდგომარეობაში.

ამასთან, პალესტინის ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ღაზაში 232 ადამიანი დაიღუპა და 1 790 დაშავდა.

ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტები დღეს, გამთენიისას გაუშვეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა მოძრაობა „ჰამასმა“ აიღო. ისრაელის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.