მედიის ცნობით, ისრაელის სამხედრო ავიაციამ ღაზას სექტორში სამიზნეები დაბომბა
მედიის ცნობით, ისრაელის სამხედრო ავიაციამ ღაზას სექტორში სამიზნეები დაბომბა

ისრაელის სამხედრო ავიაციამ ღაზას სექტორში სამიზნეები დაბომბა. „როიტერის“ ინფორმაციით, ისრაელის საჰაერო ძალების სამიზნე ორი ობიექტი, მათ შორის რადიკალური მოძრაობა „ჰამასის“ სამხედრო დაჯგუფების მიერ კონტროლირებული საწვრთნელი ცენტრი გახდა.

ისრაელის სამხედრო ავიაციამ ოპერაცია მას შემდეგ ჩაატარა, რაც არაბული ანკლავიდან ისრაელის ქალაქ აშდოდის მიმართულებით ორი რაკეტა ისროლეს. დაბომბვის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა.

ღაზას სექტორიდან რაკეტების გაშვება ისრაელსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს, ასევე ისრაელსა და ბაჰრეინს შორის სამშვიდობო შეთანხმების გაფორმებისას მოხდა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ისრაელის სამხრეთით დასახლებულ პუნქტებში განგაშის სიგნალები ისევ ჩაირთო, რაც ღაზას სექტორიდან რაკეტების გაშვების დროს ხდება.