მედიის ცნობით, ისრაელის ჯარისკაცებმა ღაზას სექტორის საზღვართან ერთი პალესტინელი მოკლეს
ისრაელის ჯარისკაცებმა ღაზას სექტორის საზღვართან ერთი პალესტინელი მოკლეს. Reuters-ის ინფორმაციით, მასობრივი საპროტესტო აქციების დროს 170-მდე ადამიანი დაშავდა. დაპირისპირების შედეგად 7 დაშავებული პირი კრიტიკულ მდგომარეობაშია.
პალესტინელები ე.წ. დაბრუნების მარშს 30 მარტის შემდეგ მართავენ და ისრაელის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადასვლას ცდილობენ. მასშტაბურ საპროტესტო აქციას ელოდებიან სასაზღვრო ზონაში 15 მაისსაც. სწორედ ამ დღეს აღნიშნავენ პალესტინელები ე.წ. ნაკბას. აღნიშნული დღე 1948 წლის ომს უკავშირდება, რა დროსაც ათასობით პალესტინელი დევნილად იქცა.