მედიის ცნობით, ჰაიტიში ქვეყნის პრეზიდენტი მოკლეს

14:08, 07.07.2021

ჰაიტიში ქვეყნის პრეზიდენტი ჯოვენელ მოისი მოკლეს.

ინფორმაციას ქვეყნის მთავრობის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით, „ფრანს 24“ ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, ჰაიტის პრეზიდენტი საკუთარ რეზიდენციაშია მოკლული.

ამ დროისთვის, დამატებითი დეტალები უცნობია.

მსგავსი