მედიის ცნობით, ღაზას სექტორიდან ისრაელის სამხრეთ რეგიონებზე სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა

01:13, 16.09.2020

ღაზას სექტორიდან ისრაელის სამხრეთ რეგიონებზე სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა, რომლის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა, – ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იუწყება.

მედიის ცნობით, სარაკეტო თავდასხმა ზუსტად იმ დროს განხორციელდა, როდესაც ვაშინგტონში ისრაელის, არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და ბაჰრეინის მონაწილეობით ნორმალიზაციის შეთანხმებას მოაწერეს ხელი.

ღაზას სექტორში, გაერო-ს ოფისის შენობასთან კი, საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები ვაშინგტონში ნორმალიზაციის აქტის ხელმოწერას აპროტესტებდნენ.

მსგავსი