მედიის ცნობით, ღაზაში აფეთქებების შედეგად ათობით ადამიანი დაიღუპა
მედიის ცნობით, ღაზაში აფეთქებების შედეგად ათობით ადამიანი დაიღუპა

ღაზაში აფეთქებების შედეგად ჰუმანიტარული დახმარების მოლოდინში მყოფი ათობით პალესტინელი დაიღუპა, – ინფორმაციას „სიენენი“ თვითმხილველებზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც „სიენენი“ წერს, თვითმხილველებმა მიაწოდეს ვიდეომასალა, სადაც ჩანს, რომ ათობით ადამიანი ნანგრევების ქვეშ არის მოყოლილი.

ამასთან, „ჰამასის“ მიერ მართული ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად, სულ მცირე, 11 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 100 დაშავებული ამ დროისთვის ქალაქ ღაზაში, ალ-შიფას საავადმყოფოშია.

„დაღუპულების გამოყვანისა და დაჭრილების ევაკუაციის პროცესი კვლავ გრძელდება, მიუხედავად რთული საველე სიტუაციისა“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ, დაშავებულთა მდგომარეობიდან გამომდინარე, მოსალოდნელია დაღუპულთა რიცხვის გაზრდა.