მედიის ცნობით, ღაზას სექტორში აფეთქებისას ექვსი პალესტინელი დაიღუპა
მედიის ცნობით, ღაზას სექტორში აფეთქებისას ექვსი პალესტინელი დაიღუპა

ღაზას სექტორის ცენტრალურ ნაწილში ძლიერი აფეთქება მოხდა. როგორც გამოცემა Haaretz-ი წერს, აფეთქების შედეგად ექვსი პალესტინელი დაიღუპა, დაშავდა სამი პირი.

მოძრაობა „ჰამასმა“ მომხდარზე პასუხისმგებლობა ისრაელს დააკისრა, თუმცა ის აფეთქებასთან რაიმე კავშირს უარყოფს.

ამასთან, გამოცემა Haaretz-ი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ღაზას სექტორში სოფელ ზავაიდასთან სავარაუდოდ 2014 წლის შეიარაღებული კონფლიქტის დროს ჩამოგდებული ჭურვი აფეთქდა.