მედიის ცნობით, გერმანია და ნატო-ს მოკავშირეები საიდუმლო სწავლებებს ატარებენ
მედიის ცნობით, გერმანია და ნატო-ს მოკავშირეები საიდუმლო სწავლებებს ატარებენ

გერმანია და ნატო-ს მოკავშირეები საიდუმლო სწავლებებს ატარებენ, რომლის დროსაც ბირთვულ იარაღს იყენებენ. გერმანული მედიის ცნობით, წვრთნების დროს იყენებენ ბომბდამშენებს, რომლებსაც ბირთვული იარაღის ტარება შეუძლიათ. მანევრების დროს სამხედროები ბირთვული იარაღის მიწისქვეშა საწყობიდან თვითმფრინავებამდე გადატანაში ვარჯიშობენ. ფრენები კი ბომბის გარეშე მიმდინარეობს.

საიდუმლო წვრთნებთან დაკავშირებით დეტალები ჯერ უცნობი რჩება. თუმცა, ინტერნეტში გამოქვეყნებული ფოტოებით ირკვევა, რომ მანევრებში იტალიელი სამხედროებიც მონაწილეობენ.

გერმანული მედიის ცნობით, ბირთვული ომის საშიშროება მას შემდეგ გაიზარდა, რაც აშშ-ი და რუსეთი საშუალო და მცირე მანძილზე მფრენი რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ შეთანხმებიდან გავიდნენ.