მედიის ცნობით, დნეპროპეტროვსკში რუსი სამხედროების გახსნილ ცეცხლს ცხრა წლის ბავშვი ემსხვერპლა, დაშავდა ათი ადამიანი
მედიის ცნობით, დნეპროპეტროვსკში რუსი სამხედროების გახსნილ ცეცხლს ცხრა წლის ბავშვი ემსხვერპლა, დაშავდა ათი ადამიანი

დნეპროპეტროვსკის ოლქში, დასახლება ზელენოდოლსკში რუსი სამხედროების მიერ გახსნილ ცეცხლს ცხრა წლის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავებულია ათი ადამიანი. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია დნეპროპეტროვსკის სამხედრო საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ვალენტინ რეზნიჩენკოზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ზელენოდოლსკში რუსებმა ცხრა წლის ბიჭი მოკლეს. სადილის შემდეგ, მათ ორჯერ გაუხსნეს ცეცხლი „ურაგანებიდან“ ზელენოდოლსკის დასახლებას. წინასწარი მონაცემებით, 10 ადამიანი დაშავდა. ყველა საავადმყოფოშია. უმრავლესობა მძიმედ“, – აღნიშნავს რეზნიჩენკო.

რეზნიჩენკოს ცნობით, იერიშის შედეგად დასახლებაში დაზიანებულია რვა მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლი, მაღაზიები, საბავშვო ბაღი, სასწავლო კოლეჯი, ასევე ადმინისტრაციული მომსახურების ცენტრის შენობა.