დონალდ ტრამპმა და ფრიდრიხ მერცმა სატელეფონო საუბრისას აღნიშნეს, რომ უკრაინის საკითხზე ნებისმიერ სამშვიდობო შეთანხმებას ნატო-ელი პარტნიორების თანხმობაც სჭირდება
აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცს შორის უკრაინის ომთან დაკავშირებით სატელეფონო საუბარი გაიმართა.
როგორც კანცლერის პრესამსახური იუწყება, ორი ქვეყნის ლიდერები თანხმდებიან, რომ „უკრაინის წინააღმდეგ ომის დასრულება რაც შეიძლება სწრაფად არის საჭირო“ და ნებისმიერ სამშვიდობო შეთანხმებას ნატო-ელი პარტნიორების თანხმობაც სჭირდება.
ამასთან, როგორც ცნობილია, უკრაინის, აშშ, საფრანგეთის, გაერთიანებული სამეფოს, გერმანიისა და ნატო-ს წარმომადგენლებმა გუშინ ბრიუსელში სამუშაო შეხვედრა გამართეს, სადაც აშშ-სა და სხვა პარტნიორების მხრიდან უკრაინისთვის უსაფრთხოების მომავალ გარანტიებზე იმსჯელეს.