მედიის ცნობით, ჩეხეთი უკრაინას საარტილერიო საბრძოლო მასალას გადასცემს
ჩეხეთი უკრაინას საარტილერიო საბრძოლო მასალას გადასცემს. როგორც ჩეხური მედია იუწყება, შესაბამის გადაწყვეტილებას ჩეხეთის მთავრობა მომავალ კვირაში დაამტკიცებს.
როგორც ტელეკომპანია „ტელევიზე სეზნამის“ რედაქტორი იან რიხტერი იუწყება, შესაბამისი ინფორმაცია მას ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა დაუდასტურა.
მანამდე ჩეხეთის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ქვეყნის ახალ მთავრობას სურს, დაეხმაროს უკრაინას და აპირებს, გააგზავნოს სამხედრო აღჭურვილობა კიევში.
საუბარია მსუბუქ ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღებაზე, რომლსაც შეუძლია, გაანადგუროს ტანკი 800 მეტრის სიშორიდან.