მედიის ცნობით, ბორის ჯონსონმა ბრიტანელ მინისტრებს დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე გამგზავრება აუკრძალა

09:32, 18.12.2019
LONDON, ENGLAND - DECEMBER 16: UK Prime Minister Boris Johnson greets newly-elected Conservative MPs at the Houses of Parliament on December 16, 2019 in London, England. Boris Johnson called a General Election to break the parliamentary deadlock over Brexit and was rewarded with a clear majority of 80. He welcomes 109 new Conservative MPs to Parliament. They will be sworn in as MPs on Tuesday 17th December.  (Photo by Leon Neal/Getty Images)

„გარდიანის“ ცნობით, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა ბრიტანელ მინისტრებს დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე გამგზავრება აუკრძალა. შვეიცარიულ კურორტზე დაგეგმილ შეკრებაზე ჩასვლას არც თავად დიდი ბრიტანეთის პრემიერი აპირებს. ჯონსონის თქმით, ის ფოკუსირებას ბრიტანელი ხალხის პრიორიტეტებზე აპირებს და არა მილიარდერებთან შამპანურის დალევას. კერძოდ, ჯონსონი აპირებს, სამუშაო დროის უმეტესობა გაერთიანებული სამეფოს ევროკავშირიდან გაყვანის პროცესს დაუთმოს.

დავოსის ეკონომიკური ფორუმი 21-24 იანვარს გაიმართება. როგორც უკვე ცნობილია, შვეიცარიაში გამგზავრებას აპირებს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.

მსგავსი