მედიის ცნობით, ბელარუსში ალექსანდრ ლუკაშენკოს უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი დააკავეს
ბელარუსში ქრთამის აღების ბრალდებით უშიშროების საბჭოს სახელმწიფო მდივნის მოადგილე ანდრეი ვტიურინი დააკავეს. ვტიურინი 2007-2014 წლებში ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს უსაფრთხოების სამსახურს ხელმძღვანელობდა.
ბელარუსული მედიის ცნობით, დაკავებულს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში ედება ბრალი. არსებული ინფორმაციით, დაყადაღებულია ვტიურინის ელიტარულ დასახლებაში მდებარე კოტეჯი, ასევე ბინა მინსკში, რომელიც დაკავებულის 26 წლის შვილს ეკუთვნის.
გარდა ამისა, ადგილობრივი მედიის ცნობით, ერთი კვირის წინ ბელარუსში ასევე კორუფციის ბრალდებით დააკავეს სახელმწიფო კომპანია „ბელტელეკომის“ დირექტორი სერგეი სივოდედოვი. ბელარუსის სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტი აღნიშნულ ინფორმაციას ოფიციალურად არ ადასტურებს.