მედიის ცნობით, ავღანეთის პრეზიდენტის სასახლესთან ლოცვის დროს სამი რაკეტა ჩამოაგდეს
ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში, ლოცვის დროს პრეზიდენტის სასახლესთან რაკეტები ჩამოცვივდა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაცით, პრეზიდენტის სასახლესთან სამი რაკეტა ჩამოვარდა. ინფორმაცია მსხვერპლის ან დაშავებულების შესახებ ამ ეტაპზე არ ვრცელდება.
მოგვიანებით, სადღესასწაულო ლოცვის დასრულების შემდეგ, ქვეყნის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ მოსახლეობას ტელევიზიით მიმართა.
მომხდარზე პასუხიმგებლობა ჯერ არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.