მეცნიერებმა ფუტკრებს COVID-19-ის სუნის წამებში ამოცნობა ასწავლეს — #1tvმეცნიერება
მეცნიერებმა ფუტკრებს COVID-19-ის სუნის წამებში ამოცნობა ასწავლეს — #1tvმეცნიერება

ნიდერლანდელმა მეცნიერებმა ფუტკრები COVID-19-ის სუნით ამოცნობაში გაწვრთნეს. ამის შესახებ ვაგენინგენის უნივერსიტეტის პრესრელიზი იუწყება.

კვლევა ვაგენინგენის უნივერსიტეტის ბიოვეტერინარულ ლაბორატორიაში, 150-ზე მეტ ფუტკარზე ჩატარდა.

მეცნიერებმა ფუტკრები ჯილდოს, შაქრის წყალხსნარის მიცემის გზით გაწვრთნეს — აძლევდნენ ყოველ ჯერზე, როცა მათ COVID-19-ით ინფიცირებულ წაულებთან ათავსებდნენ. მაშინ კი, როდესაც მათ არაინფიცირებულ წაულებთან ათავსებდნენ, ჯილდოს არ აძლევდნენ (პროცესი, რომელსაც პავლოვის სწავლებას უწოდებენ).

თანდათანობით, ფუტკრებმა ინფიცირებული ნიმუშების წამებში ამოცნობა ისწავლეს, რის შემდეგაც, ნესტარს საათივით ასისინებდნენ, ანუ შაქრიან წყალს ელოდნენ.

ფუტკარი ერთადერთი ცხოველი არ არის, რომელიც COVID-19-ს სუნით ცნობს. მეცნიერებმა COVID-19-ზე პოზიტიური და ნეგატიური ადამიანების გარჩევა ძაღლებსაც ასწავლეს ნერწყვისა და ოფლის სუნით, თანაც დიდი სიზუსტით. გერმანიაში ჩატარებული პატარა კვლევის მიხედვით, COVID-19-ის დადებით ნიმუშებს ძაღლები 94-პროცენტიანი სიზუსტით სცნობდნენ.

ამის მიზეზი კი ის არის, რომ კორონავირუსის მიერ გამოწვეული მეტაბოლური ცვლილებები ინფიცირებული ადამიანის სხეულის სითხეების სუნს არაინფიცირებულთაგან ოდნავ განსხვავებულს ხდის.

თუმცა, მეცნიერები ბოლომდე დარწმუნებული არ არიან, ასეთივე დიდი სიზუსტით ამოიცნობენ თუ არა ცხოველები COVID-19-ს ლაბორატორიის გარეთ.

„არავინ ამბობს, რომ ისინი PCR დანადგარებს ჩაანაცვლებენ, მაგრამ შეიძლება საკმაოდ იმედისმომცემნი იყვნენ“, — ამბობს ვეტერინარული ნევროლოგი ჰოლგერ ვოლკი.

გარკვეული ცხოველები სულ მცირე ისეთ ქვეყნებში მაინც შეიძლება იყვნენ COVID-19-ს გამოვლენაში გამოსადეგი, სადაც არ არსებობს ან მწირად არის მაღალტექნოლოგიური აღჭურვილობა.

მაგალითად, ვაგენინგენის უნივერსიტეტის მეცნიერები მუშაობენ დანადგარის პროტოტიპზე, რომელიც ავტომატურად ასწავლის ერთდროულად მრავალ ფუტკარს, რომლებიც შემდეგ, აეროზოლში კორონავირუსს ამოიცნობენ.

მომზადებულია wur.n-სა და Business Insider-ის მიხედვით.