„მეცმა“ ქართველთან კონტრაქტი გააფორმა - მიქაუტაძე ლოთარინგიაში სამი წელი ითამაშებს
„მეცმა“ ქართველთან კონტრაქტი გააფორმა - მიქაუტაძე ლოთარინგიაში სამი წელი ითამაშებს

ფრანგული კლუბის, „მეცის“ ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, გიორგი მიქაუტაძემ კლუბთან პირველი პროფესიული კონტრაქტი გააფორმა.

19 წლის ქართველმა თავდამსხმელმა მიქაუტაძემ საფრანგეთის ლიგა 1-ში სადებიუტო თამაში 7 დეკმბერს „კანის“ წინააღმდეგ შეხვედრაში ჩაატარა. ის ლოთარინგიული კლუბის სარეზერვო გუნდიდან მთავარში სწრაფად დააწინაურეს და კლუბთან პროფესიული კონტრაქტის გაფორმება მხოლოდ ამ მატჩის შემდეგ გადაწყვიტა.

„გიორგი მიქაუტაძემ პირველი პროფესიონალურ კონტრაქტი გააფორმა. 19 წლის ახალგაზრდა თავდამსხმელმა „მეცში“ უახლოესი სამი სეზონი ითამაშებს – კონტრაქტი ძალაში 2020 წლის 1 ივლისს შედის და დაუკავშირა და 2023 წლის ივნისამდე ითამაშებს. 19 წლის თავდამსხმელი მთავარ გუნდში მიმდინარე სეზონის დაწყებიდან ვარჯიშობს. მან ახლახანს ლიგა 1-ში სადებიუტო თამაში „კანის“ წინააღმდეგ ჩაატარა. ნაციონალ 3-ში ხუთი გოლის ავტორი უცხოელი არაა. ახალწვეული წარმოშობით ლიონიდანაა. „მეცის“ სარეზერვო გუნდში (რომელიც ამჟამად ჩემპიონატის ლიდერია) სეზონი შესანიშნავად დაიწყო და ხუთი გოლი გაიტანა“ – წერს კლუბის ოფიციალური გვერდი.

მეცის“ ოფიციალურ გვერდზე გიორგი მიქაუტაძემ კომენტარი გააკეთა.

„მოხარული ვარ, რომ „მეცთან“ ჩემი პირველი პროფესიონალური კონტრაქტი გავაფორმე. ეს ნამდვილად სასიამოვნო და სასიხარულოა. უნდა გავაგრძელო მუშაობა, რათა ეს ფორმა მაქსიმალურად ხშირად მოვირგო” – ამბობს გიორგი მიქაუტაძე.

მეცის“ ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, 19 წლის ქართველი 2000 წლის 31 ოქტომბერს ლიონში დაიბადა, თავიდან თამაშობდა „გერლანდში“, მერე იყო ლიონის „ოლიმპიკის“ აკადემია და „სენ პროესტი“, ხოლო „მეცის“ საფეხბურთო აკადემიის სისტემაში 2016 წლის შემდეგ გადავიდა და მთავარ გუნდში დაწინაურდა.