მძიმე მარცხი ATP-ის თასზე - საქართველოს ნაკრებმა არგენტინასთან სამ მატჩში ჯამში ცხრა გეიმი აიღო #1TVSPORT
ავსტრალიაში დაიწყო გუნდური ტურნირის – ATP Cup-ის გათამაშება. პირველ ტურში საქართველოს ნაკრები არგენტინას ეთამაშებოდა და პირწმინდად დათმო შეხვედრა.
პირველ მატში გუნდების მეორე ნომრებმა ითამაშეს. ალექსანდრე მეტრეველმა (571-ე ნომერი) საათსა და ექვს წუთში წააგო ფედერიკო დელბონისთან (44) – 1:6, 2:6. ქართველმა ჩოგბურთელმა პირველ სეტში ყველა საკუთარი გეიმი დათმო და ერთი ბრეიკი შეასრულა, მეორე სეტში ბრეიკპოინტი არ ჰქონია და ორი თავისი გეიმი წააგო.
ბრძოლა არც გუნდების პირველი ნომრების მატჩში შედგა. დიეგო შვარცმანმა (13) 57 წუთში ასევე 6:1, 6:2 მოუგო ნიკოლოზ ბასილაშვილს (22). არგენტინელმა ცხრიდან ხუთი ბრეიკპოინტი გამოიყენა, ქართველმა – ორიდან ერთი. ბასილაშვილმა ცუდად ითამაშა მეორე მოწოდებაზე – 16-დან ორი ქულა აიღო, ხოლო პირველ მოწოდებაზე ქულების მხოლოდ 44 პროცენტი მოიგო.
წყვილთა მატჩში საქართველოს ნაკრებმა სათადაროგოები გამოიყვანა – საბა ფურცელაძე და ზურა ტყემალაძე. აქაც ზუსტად იგივე ანგარიში დაფიქსირდა, როგორც წინა ორში – 1:6, 2:6. მაქსიმო გონსალესმა და ანდრეს მოლტენმა მატჩი 44 წუთში მოიგეს.