მცველი ტაჯიკეთის ნაკრებიდან - „სამგურალმა“ ლეგიონერი დაიმატა #1TVSPORT
მცველი ტაჯიკეთის ნაკრებიდან - „სამგურალმა“ ლეგიონერი დაიმატა #1TVSPORT

წყალტუბოს „სამგურალმა“ კიდევ ერთი ლეგიონერი დაიმატა, ამჯერად აზიიდან, – ინფორმაციას კლუბის პრეს-სამსახური ავრცელებს.

„ჩვენმა გუნდა ტაჯიკეთის ნაკრების 19 წლის მცველი მეხრუბონ ქარიმოვი დაიმატა. კლუბსა და ფეხბურთელს შორის სამწლიანი კონტრაქტი გაფორმდა“, – წერია კლუბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მეხრუბონ ქარიმოვი ტაჯიკეთის ერთ-ერთ გამორჩეულ ტალანტად ითვლება. უთამაშია ტაჯიკეთის ყველა ასაკობრივ ნაკრებში. ახლა ახალგაზრდული გუნდის წევრია და ეროვნულ გუნდშიც მიიწვიეს, სადაც უკვე 3 მატჩი ჩაატარა.

მისი კარიერა სამშობლოში, დუშანბეს „ლოკომოტივ პამირში“ დაიწყო, თამაშობდა დუშანბეს „დინამოში“, 2022 წლის აგვისტოდან კი მოლდოვურ „დინამო აუტოში“ გამოდიოდა.