მცხეთის კლინიკაში აცხადებენ, რომ კახეთიდან გადაყვანილი ექიმის ინფიცირების წყარო პროფესიულ საქმიანობას სავარაუდოდ, არ უკავშირდება
მცხეთის კლინიკაში აცხადებენ, რომ კახეთიდან გადაყვანილი ექიმის ინფიცირების წყარო პროფესიულ საქმიანობას სავარაუდოდ, არ უკავშირდება

კოვიდინფიცირებულ ექიმს, რომელიც თელავის რეფერალური საავადმყოფოდან მცხეთის კლინიკაში გადაიყვანეს, სავარაუდოდ, თავშეყრის ადგილას ჰქონდა ინფიცირებულთან ჰქონდა და მისი დაავადების ისტორია პროფესიულ საქმიანობას არ უკავშირდება. როგორც მცხეთის საავადმყოფოს დირექტორმა, ლიკა მუმლაძემ საქართველოს პირველ არხთან საუბრისას აღნიშნა, ამის შესახებ თავად ინფიცირებულმა მედიკოსმა განაცხადა.

ჩვენს კლინიკაში გადმოყვანილია ქალბატონი თელავის რეფერალური საავადმყოფოდან დადასტურებული „კოვიდ-19“-ის დიაგნოზით. დღეს დაუდასტურდა და საღამოს საათებში გადმოიყვანეს. ქალბატონის გადმოცემით იგი წარმოადგენს დადასტურებული შემთხვევის კონტაქტს. პროფესიით არის ექიმი, თუმცა დიდად არ უკავშირდება მის პროფესიულ საქმიანობას ეს ინფიცირება.

როგორც ქალბატონი ამბობს, მას თავშეყრის ადგილას ჰქონდა ინფიცირებულთან კონტაქტი. ამ ეტაპზე სტაბილურია მისი მდგომარეობა. კვლევები მიმდინარეობს და დეტალები ამის შემდეგ გაირკვევა. ქალბატონს აქტიური ჩივილები არ აქვს. თვითონ მიმართა კლინიკას“, – განაცხადა ლიკა მუმლაძემ.