ინფიცირებული ექიმი თელავის რეფერალური საავადმყოფოდან მცხეთის საავადმყოფოში გადაიყვანეს
ინფიცირებული ექიმი თელავის რეფერალური საავადმყოფოდან მცხეთის საავადმყოფოში გადაიყვანეს

თბილისიდან კახეთში ჩასული მედიკოსი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, თელავის რეფერალური საავადმყოფოდან მცხეთის საავადმყოფოში სპეციალურად გამოყოფილი სამედიცინო დახმარების ავტომობილით გადაიყვანეს.

როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელმა, ნელი ხიზანიშვილმა განაცხადა, ამ ეტაპზე ეპიდემიოლოგების მიერ მოძიებულია ინფიცირებულთან დაკავშირებული 19 კონტაქტი.

„ყველა ახლო ნათესაური კავშირია. ისინი თვითიზოლაციაში იმყოფებიან. უკვე აღებულია ბიოლოგიური მასალა, რომელიც გავაგზავნეთ თბილისში. ტესტირების პასუხი ხვალ გახდება ცნობილი“, – განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.

მისივე ინფორმაციით, „კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევა, რომელიც დღეს დაფიქსირდა, არ განიხილება კახეთის შემთხვევად.