მცხეთაში, 18 ივნისის წვეულების მასპინძელი ანა გაბეჩავა პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფება
მცხეთაში, 18 ივნისის წვეულების მასპინძელი ანა გაბეჩავა პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფება

მცხეთაში, 18 ივნისის წვეულების მასპინძელი ანა გაბეჩავა მცხეთის პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფება. გაბეჩავა გამოკითხვაზე ადვოკატთან ერთად მივიდა.

როგორც ჟურნალისტებს ანა გაბეჩავას ადვოკატმა, ლიკა ბითაძემ განუცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფის დაკითხვა არ ეხება გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმის ფარგლებში მიმდინარე გამოძიებას. ადვოკატის ცნობით, გამოკითხვა შეეხება მის მიერ შეტანილ განცხადებას, რომელიც ანა გაბეჩავას მიმართ შესაძლო ბულინგსა და ზეწოლას შეეხება. ადვოკატს არ დაუკონკრეტებია, თუ ვისი მხრიდან ხორციელდება ზეწოლა მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ.

ანა გაბეჩავამ ჟურნალისტებთან კომენტარი არ გააკეთა.

ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი მაშველებმა, ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, გარდაცვლილი იპოვეს.

გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზის და ცხედარზე არსებული დაზიანებების დადგენის მიზნით სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა ტარდება.

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულია 17 პირი. მცხეთის საქალაქო სასამართოს გადაწყვეტილებით, 17-ვე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.