მბაპესა და პსჟ-ს შორის კონფლიქტი მწვავდება #1TVSPORT
მბაპესა და პსჟ-ს შორის კონფლიქტი მწვავდება #1TVSPORT

საფრანგეთის ნაკრების ფორვარდი კილიან მბაპე თავისი ყოფილი კლუბისგან „პარი სენ-ჟერმენისგან“ გადაუხდელი ბონუსებისა და ხელფასის სახით 55 მილიონ ევროს ითხოვს. თუმცა, პსჟ მყარად დგას თავის პოზიციაზე და აცხადებს, რომ მასსა და მბაპეს შორის ზეპირი შეთანხმება არსებობდა, რაც ათავისუფლებს კლუბს ამ თანხის გადახდისგან.

მბაპეს ადვოკატმა დელფინ ვერჰეიდენმა განაცხადა, რომ ამ საქმემ შეიძლებს სახიფათო პრეცედენტი შექმნას.

„იმისთვის, რომ ჩემპიონატში მონაწილეობა მიიღოს, პსჟ აღიარებს ტურნირის რეგლამენტს. მაგრამ ეს ისტორია მეტყველებს იმაზე, რომ ლიგასა და ფედერაციას არ აქვთ ძალაუფლება კლუბზე. ჩვენ გადავეყარეთ ისეთ საქმეს, რომელიც გასცდა ჩემი კლიენტის საქმის ფარგლებს და მან შეიძლება მთელი ლიგა საფრთხის ქვეშ დააყენოს“, – განაცხადა ადვოკატმა გამოცემა Mundo Deportivo-სთან კომენტარში.