მბაპეს მიაჩნია, რომ „რეალის“ არასაკმარისი მხარდაჭერის გამო „ოქროს ბურთს“ დაკარგავს #1TVSPORT

23:27, 08.10.2026

მადრიდის „რეალის“ ფრანგი ფორვარდი კილიან მბაპე დარწმუნებულია, რომ ვერ შეძლებს „ოქროს ბურთის“ მოპოვებას „სამეფო კლუბის“ პასიური პოზიციის გამო. ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა ესპანელმა ჟურნალისტმა, ივან მარტინმა.

წყაროს ცნობით, ფორვარდი უკმაყოფილოა იმით, თუ როგორ უჭერს მხარს „რეალი“ მბაპეს კანდიდატურას მედიასივრცეში. ფრანგს მიაჩნია, რომ გასულ სეზონში მისი მაღალი შედეგიანობა და სტატისტიკური მონაცემები იმსახურებს უფრო მძლავრ და აქტიურ პიარკამპანიას კლუბის ხელმძღვანელობის მხრიდან.

გარდა ამისა, აღნიშნავენ, რომ მბაპე იმედოვნებდა საჯარო პროტექციას „რეალის“ ყოფილი დამრიგებლისგან და ამჟამად საფრანგეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელისგან, ზინედინ ზიდანისგან, მაგრამ ამგვარი რამ არ მომხდარა.

„ოქროს ბურთის“ დაჯილდოვების ცერემონია 26 ოქტომბერს ლონდონში გაიმართება.

მსგავსი