მბაპეს „ბარსელონაში“ გადასვლა სურს
მბაპეს „ბარსელონაში“ გადასვლა სურს

„პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდს კილიან მბაპეს, რომელშიც მადრიდის „რეალი“ 300 მილიონი ევროს გადახდას აპირებს, მეორე ესპანურ გრანდში „ბარსელონაში“ სურს გადასვლა. ამის შესახებ გამოცემა Mundo Deportivo წერს.

წყაროს ცნობით, თავდაპირელად 20 წლის ფეხბურთელს „რეალში“ უნდოდა კარიერის გაგრძელება, მაგრამ ზინედინ ზიდანის გუნდის ამჟამინდელმა შედეგებმა იმედი გაუცრუეს, ამიტომაც ამგვარი ტრანსფერის სისწორეში ეჭვი ეპარება .

აღნიშნავენ, რომ ახლა, მბაპე „ბარსელონას“ თავის მომდევნო კლუბად განიხილავს. მას მიაჩნია, რომ სრულფასოვნად შეცვლის კატალონელთა ძირითად ფორვარდს ლუის სუარესს.

უფრო ადრე დაიწერა, რომ მბაპემ თავისი ამჟამინდელი კლუბთან კონტრაქტის გაგრძელებაზე უარი თქვა.