მბაპემ ტრავმის გამო საფრანგეთის ნაკრები დატოვა და „რეალში“ დაბრუნდა #1TVSPORT

08:32, 26.09.2026

მადრიდის „რეალისა“ და საფრანგეთის ნაკრების ფორვარდი კილიან მბაპე მიმდინარე სანაკრებო ფანჯრისას ვეღარ ითამაშებს. ფეხბურთელმა ტრავმა მიიღო თურქეთთან (1:0) მატჩში, რომელშიც გამარჯვების გოლო გაიტანა.

საფრანგეთის მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა მატჩის შემდეგ გამოაცხადა, რომ სიტუაცია „არც ისე კარგად გამოიყურება“, ამიტომაც რისკის თავიდან ასაცილებლად, მბაპე ნაკრების ბანაკს დატოვებს.

მოგვიანებით, საფრანგეთის ნაკრებმა ოფიციალურად დაადასტურა: მუხლის მყესის დაზიანების გამო, მბაპე შეკრების ბოლომდე გამოაკლდა ეროვნულ გუნდს.

მსგავსი