მბაპე უკმაყოფილო დარჩა პოზიციით, რომელზეც ზიდანმა თურქეთთან ათამაშა #1TVSPORT
მადრიდის „რეალისა“ და საფრანგეთის ნაკრების ფორვარდი კილიან მბაპე უკმაყოფილო დარჩა სათამაშო პოზიციით, რომელზეც ის საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა ერთა ლიგის პირველ ტურში თურქეთის წინააღმდეგ მატჩში დააყენა. ამის შესახებ წერს L’Équipe.
წყაროს ცნობით, მბაპეს არ მოეწონა ის, რომ მარცხენა ფლანგზე მოუწია თამაში.
თურქეთთან მატჩში მბაპემ 54-ე წუთზე ტრავმა მიიღო და მოედანი დატოვა.