მბაპე „პსჟ“-ში დარჩენის სურვილს არ გამოთქვამს
მბაპე „პსჟ“-ში დარჩენის სურვილს არ გამოთქვამს

პარი სენ-ჟერმენის თავდამსხმელმა კილიან მბაპემ შესაძლოა კლუბი დატოვოს. ესპანური „მარკას“ ინფორმაციით, ფეხბურთელი პარიზულ გუნდში დარჩენისა და კონტრაქტის გაგრძელების სურვილს არ გამოთქვამს.

მბაპეთი ევროპის ტოპ-კლუბები არიან დაინტერესებულები, მაგრამ დედაქალაქური კლუბის ხელმძღვანელობა ფორვარდის თაობაზე მოლაპარაკების გამართვას არავისთან არ აპირებს.

პარიზელებს შემტევის გაშვება არ უნდათ, მაგრამ იმასაც ხვდებიან, რომ მბაპეს შენარჩუნება ძნელი იქნება. კილიანს კლუბისგან ჩემპიონთა ლიგის მოგების დახმარებაში გარანტიების მიღება სურს.

დატოვე კომენტარი